12.03.08 - კონცეფცია "თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ"
ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება" OSGF-ის ფინანსური დახმარებით ახორციელებს პროექტს "თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესება". პროექტის მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით კონცეფციის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სამიზნე ჯგუფებთან და მომზადდა მემორანდუმის პროექტი.
|
02.05.2007 - შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები შეხვდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბ-ნ დავით კეზერაშვილსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს ბ-ნ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ასევე სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს. შეხვედრას წინ უსწრებდა 2007 წლის 26 აპრილს ასოციაცია “სამართალი და თავისუფლებისა” და “საქართველო ნატოში” ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელიც შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობისა და საინფორმაციო ხელმისაწვდომობის საკითხებს. სწორედ აღნიშნულ კონფერენციაზე შეთანხმდნენ მონაწილეები თავდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების თაობაზე, რაც რამდენიმე დღეში თავდაცვის მინისტრთან შეხვედრით გამოიხატა.
|
26.04.07 – მონიტორინის შედეგები თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობის შესახებ
ასოციაციამ “სამართალი და თავისუფლება” განახორციელა მონიტორინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის შესახებ. მონიტორინგის მიზანი იყო თავდაცვის უწყებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობაში არსებული დადებითი და უარყოფითი მხარეების წარმოჩენა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. მონიტორინგის ფარგლებში გამოკითხულ იქნა მასმედიის 13 წარმომდაგენელი და 13 არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე განხილულ იქნა თავდაცვის სამინისტროს პრაქტიკული საქმიანობა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.
|
30.03.07 - დამატებითი ინფორმაცია სარეზერვო სამსახურის გავლის შესახებ
საზოგადოების მზარდი ინტერესის გამო, ასოციაცია “სამართალი და თავისუფლება” გთავაზობთ დამატებით ინფორმაციას სარეზერვო სამსახურის გავლის შესახებ, რომელიც ეყრდნობა ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის, ბ-ნ ნ. ჯანჯღავას მოხსენებას, რომელიც შედგა 2007 წლის 9 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე. აქვე თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ რეზერვისტთა უფლება-მოვალეობებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
|
01.02.07, გაზეთი ”რეზონანსი”, თავდაცვის სამინისტროში ქართველ ექსპერტთა წიგნი აკრძალეს
თავდაცვის სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა. მიზეზი სამხედრო ექსპერტების რედაქციით გამოცემული წიგნი “ჯარი და დემოკრატიაა”, რომელშიც დეტალურად არის განხილული, როგორც დასავლური ქვეყნების გამოცდილება ნატოსთან მიმართებაში, ასევე რეკომენდაციები, რომლითაც შეიძლება დაჩქარდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანება და ხელი შეეწყოს ჯარში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას.
|
10.01.2007 - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის ბიუჯეტი
2006 წლის 29 დეკმბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი "საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ". კანონის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 513,270 მილიონი ლარით. წარმოდგენილი ბიუჯეტით, წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით 8 მილიონი ლარით გაიზარდა მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება, 100-100 მილიონი ლარით შემცირდა მუხლები "სხვა საქონელი და მომსახურება" და "კაპიტალური ხარჯები", კვების ხარჯები გაიზარდა 11 მილიონით, სხვა მუხლებში კი შევიდა მცირე სახის ცვლილებები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითად სტარტეგიულ მიმართულებებად წარმოჩენილია სოციალური პირობების გაუმჯობესება, შეიარაღებული ძალების ქმედუნარიანობის ამაღლება, შეიარაღებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია-განახლება, ასევე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა.
|
26.12.2006 - სამხედრო მოსამსახურეთა ხელშეკრულებები დახვეწას საჭიროებს
ასოციაცია “სამართალი და თავისუფლება” იწყებს მუშაობას საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურესა და თავდაცვის სამინისტროს შორის ხელშეკრულების პროექტის მომზადებაზე. ჩვენ ვთვლით, რომ დღეს მოქმედი ხელშეკრულებები ცალმხრივად გამოხატავს თავდაცვის სამინისტროს ინტერესებს და საკმარისად არ ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეთა უფლებებს, ამასთანავე, ის სამართლებრივად დახვეწას მოითხოვს.
|
19.12.2006 - ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" ვებ-გვერდის შესახებ
|