ასოციაცია “სამართალი და თავისუფლება” იწყებს მუშაობას საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურესა და თავდაცვის სამინისტროს შორის ხელშეკრულების პროექტის მომზადებაზე. ჩვენ ვთვლით, რომ დღეს მოქმედი ხელშეკრულებები ცალმხრივად გამოხატავს თავდაცვის სამინისტროს ინტერესებს და საკმარისად არ ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეთა უფლებებს, ამასთანავე, ის სამართლებრივად დახვეწას მოითხოვს.
ამ მიზნით, ასოციაციაში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ამ მხრივ ნატოს ქვეყნების გამოცდილებას, რომლის საფუძველზეც და ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით მოამზადებს ხელშეკრულებების ალტერნატიულ ვარიანტებს. მომზადებული მასალები და შესაბამისი რეკომენდაციები მიეწოდება თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო მოსამსახურეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს განსახილველად. ჩვენ გამოვთქვავთ სურვილს და მივმართავთ ფართო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი სამხედრო მოსამსახურეებს, მონაწილეობა მიიღონ ამ პროექტის განხორციელებაში და მოგვაწოდონ თავიანთი შენიშვნები და წინადადებები. ინტერესის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ჩვენს საკონტაქტო მისამართებზე.