26.04.07 – მონიტორინის შედეგები თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობის შესახებ
 

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის აქტიურმა პროცესმა კიდევ უფრო თვალსაჩინო და აქტუალური გახადა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების აუცილებლობა. სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე, პოლიტიკურ და სამხედრო მმართველობას შორის გონივრული ზღვარი, სამხედრო მოსამსახურეთა უფლებები დაცვა, გამჭვირვალობა, ღიაობა – ეს ის მინიმალური საკითხებია, რომელთა დაცვას მოითხოვს დემოკრატიული საზოგადოება თავდაცვის ინსტიტუტებისგან. თითოეული ეს პრინციპი მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან და ნებისმიერი მათგანის შესუსტება ახდენს ზემოქმედებას ზოგადად ინსტიტუტის დემოკრატიულობის ხარისხზე.

2003 წლიდან ჯარი და მისი განვითარება ქვეყნის პრიორიტეტად არის მიჩნეული, რასაც ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების სიდიდეც ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი პოზიტიურად აფასებს ჯარში განხორციელებულ რეფორმებს, ექსპერთა უმრავლესობა ხშირად საუბრობს ამ სისტემაში არსებულ მრავალ პრობლემაზე. მათ შორის, შეიძლება ითქვას, ყველაზე აქტუალურია თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობისა და საინფორმაციო ხელმისაწვდომობის დაბალი ხარისხი, რის გამოც რთული ხდება როგორც ამ უწყების ობიექტური შეფასება, ასევე მის საქმიანობაზე ეფექტური დემოკრატიული კონტროლის განხორციელება.

ქვემოთ თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მონიტორინგის შედეგები:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობა - 2007