შეხვედრას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სამხედო-სამოქალაქო ურთიერთობებისთვის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლის გაზრდისთვის სახელმწიფო ორგანოების მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ასევე შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო, დემოკრატიული კონტროლის გაზრდისათვის. შეხვედრამ თავდაცვის მინისტრთან ჩაიარა საქმიან ვითარებაში და გაიმართა კონსტრუქციული დიალოგი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ჟურნალისტებმა ბ-ნ მინისტრს გააცნეს თავიანთი ხედვები სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასევე წარმოჩენილ იქნა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების დადებითი და უარყოფითი მხარეები და ამ საქმეში საზოგადოებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.
ასოციაციამ “სამართალი და თავისუფლება” გამოთქვა ინიციატივა ჯარში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედებასათვის ერთობლივად შემუშავებულ იქნეს კონკრეტული პროექტები და რეფორმების გეგემები. ამ ინიციატივას მხარი დაეჭირა სამინისტროს მხრიდან და უახლოეს მომავალში დაგეგმილია ამ მხრივ კონკრეტულ თემებზე ერთობლივი მუშაობა, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეთა კონტრაქტების შემუშავებაზე, ასევე სამხედრო სამართლის რეფორმის საკითხებზე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ასევე სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის შედეგები და მომავალი გეგემები. მონაწილეთა მხრიდან აღინიშნა მსოფლიოში მშვიდობის დამყარების საქმეში ბოლო წლებში საქართველოს როლის გაზრდის თაობაზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის.
შეხვედრის შემდეგ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და ჟურნალისტებმა ერთმნიშვნელოვდან დააფიქსირეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციბთან პირდაპირი დიალოგის პოზიტიური შედეგები და გამოთქვეს სურვილი შემდგომი თანამშრომლობისა.