მოგესალმებით!
ასოციაცია “სამართალი და თავისუფლება” არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია (კავშირი), რომელიც დაკავებულია სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობებით, ჯარში ადამიანის უფლებების დაცვითა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებით. ჩვენი არსებობის 8 წლის მანძილზე მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რითაც ვცდილობდით თავდაცვის სფეროში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისა და ჯარში კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვისთვის ხელშეწყობას.
ჩვენი ვებ-გვედრის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ასოციაციის მიერ განხორციელებული მონიტორინგების შედეგებს, გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს და წვევამდელთა, სამხედრო მოსამსახურეთა და ვეტერანთა უფლება-მოვალეობებს. გვერდის მთავარ განყოფილებაში ჩვენ შევეცდებით მოვახდინოთ ანალიზი საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში და დავაფიქსიროთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების პოზიცია. ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ ჩვენი საქმიანობა მცირედ წვლილს მაინც შეიტანს საქართველოში ძლიერი და სამართლებრივი ჯარის ჩამოყალიბების საქმეში.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენთან მოქმედებს უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კვალიფიციურ კონსულტაციას ვუწევთ ამ თემებით დაინტერესებულ პირებს. “თქვენ უფლებებ”-ში თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ამ მიმართულებით თქვენთვის საინტერესო თემებზე. დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ მოგვმართოთ ასოციაციის საკონტაქტო ტელეფონებზე ან გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტა.
პატივისცემით,
ირაკლი სესიაშვილი
ასოციაცია “სამართალი და თავისუფლების” დირექტორი