ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" დაფუძნება
 

ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება" დაფუძნდა 1998 წელს, ხოლო რეგისტრაცია გაიარა 1999 წლის 6 იანვარს ქ. თბილისის საბურთალოს რ-ნის სასამართლოში (რეგისტრაციის ნომერი: 5ა/9-147).

ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება" არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, მისი სამართლებრივი ფორმაა რეგისტრირებული კავშირი და მასში გაწევრიანებულია 55 პირი, რომელთა უმეტესობას წარმოადგენენ იურისტები და ჟურნალისტები, აგრეთვე, ის პირები, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება გააჩნიათ სამხედრო სფეროში.

ასოციაციის მიზნები
- დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა
- წვევამდელთა და სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა
- სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა
- საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების განვითარებისთვის მხარდაჭერა

ასოციაციის ამოცანები
- საგანმანათლებლო და საინფორმაციო საქმიანობა
- საკონსულტაციო-იურიდიული დახმარება
- შეიარაღებული ძალების მონიტორინგი - სამოქალაქო კონტროლი
- კანონშემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელშექწყობა

ასოციაციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია:
- წვევამდელთა, ყოფილ და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა;
- თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება;
- სამხედრო-სამოქალქო ურთიერთობებისთვის ხელისშეწყობა;
- ჯარში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;
- სამხედრო მოსამსახურეთათვის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
- ჯარში რეფორმებისა და დემოკრატიული პროცესებისათვის ხელისშეწყობა.

ასოციაციის სტრუქტურა
ასოციაციის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება, რომელიც იკრიბება სულ მცირე წელიწადში ერთხელ. მისი მმართველი ორგანო არის გამგეობა, რომელიც შედგება 5 წევრისაგან და მათ საერთო კრება ირჩევს 2 წლის ვადით. გამგეობას უძღვება თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად ასოციაციის დირექტორია. დირექტორი ასრულებს ასოციაციის წარმომადგენლობით ფუნქციებს, ახორციელებს აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელობას, აყალიბებს მის სტრუქტურას, რომლის საქმიანობასაც უშუალოდ წარმართავს, ხელს აწერს ასოციაციის ფინანსურ დოკუმენტებს.

ასოციაციის დამფუძნებლები:
- ლევან პაიჭაძე
- ირაკლი სესიაშვილი
- ინგა გორგოძე
- ნიკოლოზ ჯაში
- დავით პაიჭაძე

ასოციაციის გამგეობის წევრები:
- ირაკლი სესიაშვილი
- შალვა თადუმაძე
- დავით კიკალეიშვილი
- ლევან დალბაშვილი
- გიორგი ტოფაძე

ასოციაციის დირექტორები:
06.01.99-22.01.03 - ლევან პაიჭაძე
22.01.03-01.09.04 - ირაკლი სესიაშვილი
01.09.04-22.11.06 - დავით კიკალეიშვილი
22.11.06 - ირაკლი სესიაშვილი