მოკლე ინფორმაცია ასოციაცია “სამართალი და თავისუფლების” საქმიანობისა და პროექტების შესახებ
 

ასოციაცია მთლიანად დაკავებულია სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობათა საკითხებით, კერძოდ კი: საქართველოში მიმდინარე სამხედრო რეფორმის ანალიზით, წვევამდელთა და სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვით (მათ შორის სასამართლოში), სამხედრო უწყებებში კორუფციული ელემენტების გამოვლენით, სხვა საკითხებით.

ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
1. დაფუძნებიდან დღემდე ასოციაციაში მოქმედებს უფასო იურიდიული მომსახურება წვევამდელების, ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის. ასოციაცია უწევს მათ არა მარტო პირად და სატელეფონო კონსულტაციებს, არამედ წარმოადგენს მათ ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე. ასოციაციას დახმარებისთვის წელიწადში საშუალოდ მიმართავს 5000 პირი. თუმცა გარკვეული პროგრამების შემთხვევაში, ეს ციფრი საგრძნობლად მატულობს.

2. სასემინარო და სასწავლო პროგრამები. ასოციაციის წარმომადგენლები ჯარისკაცებს ხვდებიან სამხედრო ნაწილებში და უტარებენ სემინარებს მათ უფლებებზე და გადასცემდნენ სხვადასხვა ბროშურებს მათი უფლებების განობის მიზნით. ასოციაციის დაარსებიდან დღემდე სულ ჩატარებულია 100-მდე ასეთი შეხვედრა. გარდა ამისა, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მთელი წლის მანძილზე 5 სამხედრო ნაწილში ჯარისკაცებს უტარდებოდათ ყოველკვირეული ლექცია “ზოგადი სამართლებრივი განათლება”, რისთვისაც ასოციაციამ სპეციალურად გამოსცა სასწავლო პროგრამა ბროშურის სახით. ასოციაციის ოფისში ასევე ტარდებოდა ლექცია-სემინარები (გაძლიერებული კურსით) სამართალში სამხედრო აკადემიის კურსანტებისათვის, რომლებიც თავიანთი ინიციატივით ესწრებოდნენ ამ სემინარებს. სემინარები და შეხვედრები ეწყობა ასევე ოფიცრებისათვის, მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებისათვის და მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

3. მონიტორინგი არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში. ასოციაცია ერთი მხრივ უფასო იურიდიულ კონსულტაციას აწვდის წვევამდელებს, რომელთაც არ სურთ სავალდებულო სამსახურში მსახური და ირჩევენ ალტერნატიულ შრომით სამსახურს, ასევე ეხმარებიან მათ ადმინისტრაციულ ორგანოებში მათი ინტერესების დაცვისათვის. ასოციაცია გარკვეულ პერიოდებში ახორციელებს მონიტორინგს და იკვლევს არსებულ პრობლემებს, რომლის შედეგადაც რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის კომისიას.

4. ანტიკორუფციული ღონისძიებები. ასოციაცია აქტიურად მუშაობს ჯარში არსებული კორუფციული ელემენტების გამოვლენისათვის. აღნიშნულ მონიტორინგს ასოციაციამ განხორციელებული მონიტორინგების შედეგად ასოციაციამ დააყენა რამდენიმე მუდმივი ხასიათი მისცა და იგი 2003 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება. შესაბამისი მონიტორინგების შედგები შეგიძლია იხილოთ გვერდზე “მონიტორინგები”.

5. კანონშემოქმედებითი საქმიანობა. ასოციაციის საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როდესაც თავს იჩენს რიგი ხარვეზებისა კანონმდებლობაში, რის შესახებაც ხდება მსჯელობა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ხდება ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავება. ასოციაციის უშუალო რეკომენდაციითა და მონაწილეობით 2000 წლის დეკემბერში მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნა ყველა სამხედრო დეზერტირს და მათ, ვინც თვითნებურად მიატოვა სამხედრო ნაწილი. ასოციაციის ინიციატივით 2000 წელს შეიქმნა სახელმწიფო კომისია “სამხედრო დისციპლინის კოდექსის შემუშავების მიზნით. ორწლიანი მუშაობის შემდეგ მომზადდა 255 მუხლიანი სამხედრო დიციპლინის კოდექსი, რომელიც მხოლო 2006 წლის თებერვალში პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებულ იქნა. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მომზადდეს კანონი “სამხედრო საპარლამენტო რწმუნებულის შესახებ”, რომელიც ხელს შეუწყობს სამხედრო ძალებზე სამოქალაქო, დემოკრატიული კონტროლის გაძლიერებასა და ჯარში ადამიანის უფლებების დაცვას.

6. მასმედიასა და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობა. ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს მასმედიასა და არასამთავრობო სექტორთან. ასოციაციის მნიშვნელოვან ადგილს უთმობს საზოგადოების ინფორმირებას ჯარში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე აქტიურად იყენებს მასმედიის საშუალებებს არსებული ნეგატიური მოვლენების გასაშუქებლად; აწყობს პრესკონფერენციებს. ასოციაციის ინიციატივით შექმნილია კოალიცია სახელწოდებით “კოალიცია სამხედრო-სამოქალაქო დიალოგისათვის”, სადაც გაერთიანებული არიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, რომლებიც დაკავებული არიან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებით.

განხორციელებული პროექტები
დაფუძნებიდან დღემდე ასოციაცია "სამართალი და თავისუფლებამ" განახორციელა შემდეგი პროექტები:
1. "წვევამდელთა უფლებების დაცვა" OSGF,
2. "ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფ პირთა უფლებების დაცვა" OSGF,
3. "სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში" Eurasia Foundation,
4. "ზოგადი სამართლებრივი განათლება სამხედრო მოსამსახურეთათვის" OSGF,
5. “საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმების ანალიზი და სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის მექანიზმები” Eurasia Foundation,
6. წვევამდელთა და სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა და ანტიკორუფციული ღონისძიებები სამხედრო უწყებებში OSI,
7. კანონის უზენაესობა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა EC Delegation to Georgia;
8. წვევამდელთა და სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა და ანტიკორუფციული ღონისძიებები სამხედრო უწყებებში OSI,
9. "საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და სახელმწიფო ორგანოების გამჭვირვალობისთვის ხელშეწყობა" Eurasia Foundation.